ინტეგრირებული პროექტ-გაკვეთილი
პროექტის სახელწოდება: საქართველოს კუთხეები
პროექტის ხელმძღვანელი:
ქეთევან კობახიძე,(ინგლისური ენა),
მარიამ ფირანიშვილი (მშობლიური ენა).
პროექტში მონაწილენი: V კლასის მოსწავლეები, ინგლისურის, დაწყებითის,
მუსიკის და ცეკვის მასწავლებლები.
დასაწყისი: 20 თებერვალი, 2013
დასასრული: 20 აპრილი, 2013
პროექტის მიზანი: ძიების და ახლის შეცნობის ინტერესის აღძვრა, საქართველოს
კუთხეებისათვის დამახასიათებელი თავისებურებების გაცნობა და მოძიებული ინფორმაციის
უცხო ენაზე გადმოცემის უნარის განვითარება.
არსებული მდგომარეობა: ამ ასაკის ბავშვები იწყებენ საქართველოს კუთხეების
შესწავლას, ელემენტარულ ენაზე ფლობენ უცხო ენას. პრობლემაა ის, რომ ბავშვებს დამოუკიდებლად
გაუჭირდებათ ქართულ ენაზე მოძიებული ინფორმაციის უცხო ენაზე გადმოცემა მასწავლებლის
დახმარების გარეშე.
განსახორციელებელი ამოცანები:
·
კლასში ტარდება გამოკითხვა ვინ რომელი კუთხიდანაა და
ხდება ჯგუფებად გადანაწილება:
ქართლ-კახეთი;
იმერეთი - სამეგრელო;
გურია- აჭარა;
რაჭა - ლეჩხუმი;
სამცხე- ჯავახეთი;
აფხაზეთი - სვანეთი;
ხევი - ფშავ-ხევსურეთი.
·
მოეწყობა სასწავლო ექსკურსია თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
·
ვაძლევთ დავალებას: მოიძიონ ინფორმაცია თავისი ჯგუფის
კუთხის ისტორიულ - გეოგრაფიულ მდებარეობაზე, იქ განთავსებულ ისტორიულ ძეგლებზე, ფოლკლორზე
(სიმღერები, ცეკვები), თანამედროვე პოეტების ლექსები შესაბამის კუთხეზე, სურათები.
·
დახატონ საქართველოს კონტურული რუკა, ცალკე თაბახის ფურცელზე დახატონ იმ კუთხის კონტური რომელზეც
თავად მუშაობენ,რომ პრეზენტაციის შემდგომ დააკრან შესაბამის ადგილას და შექმნან ერთიანი
საქართველოს რუკა.
·
უცხო ენის მასწავლებლის დახმარებით თარგმნიან მოძიებულ
ინფორმაციას და დაისწავლიან ინგლისურად.
·
დაისწავლიან მოძიებულ ინფორმაციას, ისწავლიან ლექსებს,
სიმღერებს, დადგამენ ცეკვებს.
·
შექმნიან სლაიდ შოუს თითოეულ კუთხეზე და გააკეთებენ
პრეზენტაციას.
·
თითოეული კუთხის შესახებ მოძიებული ინფორმაციით შექმნიან
კედლის გაზეთებს.
შედეგები:
1.
მოსწავლეები შექმნიან საინტერესო სასწავლო რესურსებს სლაიდ
შოუსა და კედლის გაზეთების სახით,
2.
მოსწავლეებს ეცოდინებათ საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის
დამახასიათებელი ტრადიციები, წეს - ჩვეულებები, სიმღერები, ცეკვები და შეძლებენ მათ
პრეზენტაციას.
3.
მოსწავლეები შეძლებენ ზოგადი ინფორმაციის მიწოდებას
მსმენელთათვის როგორც მშობლიურ, ისე ინგლისურ
ენაზე, ამით გამოიმუშავებენ მეტყველების უნარ-ჩვევებსა და გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.
შესრულების ვადა: 2
თვე
ბიუჯეტი/რესურსები: თითოეულ ბავშვზე
10 ლარი (ექსკურსიისთვის), ისტ - კომპიუტერი, პროექტორი, ფოტო და ვიდეო აპარატი, აუდიო
მაგნიტოფონი, სახელმძღვანელო, საბავშვო ენციკლოპედია, თაბახის ფურცლები, ფორმატის ფურცლები,
მარკერები, საღებავები.
შეფასება: პროექტს
შეაფასებს შერჩეული ჟიური (მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი) პროექტის პროცესის მიმდინარეობისა
და შეფასების რუბრიკის გამოყენებით.
პრეზენტაციას
განიხილავენ მშობლები, მასწავლებლები და შესაბამისი კათედრები.