ჩვენი საქართველო

ჩვენი საქართველო

Wednesday, December 26, 2012


                         

                      ინტეგრირებული პროექტ-გაკვეთილი

         პროექტის სახელწოდება:        საქართველოს კუთხეები
         პროექტის ხელმძღვანელი:  ქეთევან კობახიძე,(ინგლისური ენა), 
                                                                    მარიამ ფირანიშვილი (მშობლიური ენა).
         პროექტში მონაწილენი:  V კლასის მოსწავლეები, ინგლისურის, დაწყებითის, მუსიკის და ცეკვის მასწავლებლები.
         დასაწყისი:    20 თებერვალი, 2013
         დასასრული:  20 აპრილი, 2013
         პროექტის მიზანი:  ძიების და ახლის შეცნობის ინტერესის აღძვრა, საქართველოს კუთხეებისათვის დამახასიათებელი თავისებურებების გაცნობა და მოძიებული ინფორმაციის უცხო ენაზე გადმოცემის უნარის განვითარება.
         არსებული მდგომარეობა:  ამ ასაკის ბავშვები იწყებენ საქართველოს კუთხეების შესწავლას, ელემენტარულ ენაზე ფლობენ უცხო ენას. პრობლემაა ის, რომ ბავშვებს დამოუკიდებლად გაუჭირდებათ ქართულ ენაზე მოძიებული ინფორმაციის უცხო ენაზე გადმოცემა მასწავლებლის დახმარების გარეშე.
          განსახორციელებელი ამოცანები:
·         კლასში ტარდება გამოკითხვა ვინ რომელი კუთხიდანაა და ხდება ჯგუფებად გადანაწილება:
    ქართლ-კახეთი;
    იმერეთი - სამეგრელო;
    გურია- აჭარა;
    რაჭა - ლეჩხუმი;
    სამცხე- ჯავახეთი;
    აფხაზეთი - სვანეთი;
    ხევი - ფშავ-ხევსურთი.
·         მოეწყობა სასწავლო ექსკურსია თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
·         ვაძლევთ დავალებას: მოიძიონ ინფორმაცია თავისი ჯგუფის კუთხის ისტორიულ - გეოგრაფიულ მდებარეობაზე, იქ განთავსებულ ისტორიულ ძეგლებზე, ფოლკლორზე (სიმღერები, ცეკვები), თანამედროვე პოეტების ლექსები შესაბამის კუთხეზე, სურათები.
·         დახატონ საქართველოს კონტურული რუკა, ცალკე  თაბახის ფურცელზე დახატონ იმ კუთხის კონტური რომელზეც თავად მუშაობენ,რომ პრეზენტაციის შემდგომ დააკრან შესაბამის ადგილას და შექმნან ერთიანი საქართველოს რუკა.
·         უცხო ენის მასწავლებლის დახმარებით თარგმნიან მოძიებულ ინფორმაციას და დაისწავლიან ინგლისურად.
·         დაისწავლიან მოძიებულ ინფორმაციას, ისწავლიან ლექსებს, სიმღერებს, დადგამენ ცეკვებს.
·         შექმნიან სლაიდ შოუს თითოეულ კუთხეზე და გააკეთებენ პრეზენტაციას.
·         თითოეული კუთხის შესახებ მოძიებული ინფორმაციით შექმნიან კედლის გაზეთებს.
              შედეგები:
1.      მოსწავლეები შექმნიან საინტერესო სასწავლო რეურსებს სლაიდ შოუსა და კედლის გაზეთების სახით,
2.      მოსწავლეებს ეცოდინებათ საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელი ტრადიციები, წეს - ჩვეულებები, სიმღერები, ცეკვები და შეძლებენ მათ პრეზენტაციას.
3.      მოსწავლეები შეძლებენ ზოგადი ინფორმაციის მიწოდებას მსმენელთათვის როგორც მშობლიურ, ისე  ინგლისურ ენაზე, ამით გამოიმუშავებენ მეტყველების უნარ-ჩვევებსა და გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.
 შესრულების ვადა:   2 თვე

               ბიუჯეტი/რესურსები:  თითოეულ ბავშვზე 10 ლარი (ექსკურსიისთვის), ისტ - კომპიუტერი, პროექტორი, ფოტო და ვიდეო აპარატი, აუდიო მაგნიტოფონი, სახელმძღვანელო, საბავშვო ენციკლოპედია, თაბახის ფურცლები, ფორმატის ფურცლები, მარკერები, საღებავები.
              შეფასება:  პროექტს შეაფასებს შერჩეული ჟიური (მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი) პროექტის პროცესის მიმდინარეობისა და შეფასების რუბრიკის გამოყენებით.
პრეზენტაციას განიხილავენ მშობლები, მასწავლებლები და შესაბამისი კათედრები.